ვინ არის ქრისტინა პუშოუ, რომელიც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე მივიდა
პარლამენტთან შვილმოკლული მამების აქციაზე ვაშინგტონიდან სამუშაო ვიზიტით ჩამოსული ქრისტინა პუშოუ მივიდა. ქრისტინა პუშოუმ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს პლედები, წყალი და საკვები პროდუქტები გადასცა.
ქრისტინა პუშოუ კარგად იცნობს საქართველოს შიდა პოლიტიკას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, არის ნამყოფი აფხაზეთშიც. პუშოუ მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდაჭერია. 2017 წელს Georgia Today-ში გამოქვეყნებული აქვს სტატია სათაურით "მიხეილ სააკაშვილი არის შთაგონება", სადაც საუბრობს სააკაშვილზე, როგორც მის "მენტორზე", მის "ინსპირაციაზე". სოციალურ ქსელში ქრისტინა პუშოუსა და მიხეილ სააკაშვილს არაერთი ერთობლი ფოტოც აქვთ გამოქვეყნებული.