“თეა წულუკიანი რომ არ ყოფილიყო ქალი, სხვაგვარად გავცემდი პასუხს, აშკარად დაუკრეფავში გადავიდა და ზღვარს გაცდა“ - ალეკო ელისაშვილი
21:02 / 16-03-2021
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, პარტია "მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილს სიტყვით მიმართა.
"რა გაცინებთ? თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე. რა თავს აქიცინებთ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც წუხს ვითომ ბათუმის ბულვარსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე, როდესაც წევრი ხართ ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა მისი სამინისტრო", - განაცხადა წულუკიანმა.