loader

“გიორგი გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: „დავუშვი შეცდომა“ - ბადრი ჯაფარიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გიორგი გახარიამ პირადად მომცა წერილი, ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას: „დავუშვი შეცდომა“ - ბადრი ჯაფარიძე

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ხელოვნურად არის შემოყვანილი პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილის მოთამაშედ, რომელიც მის კრიტიკასაც ვერ ბედავს.

ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა.

„სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, რომ მატყუარა პარტნიორი მყავდეს. პირველ რიგში, აუცილებელია ადამიანმა სიმართლე თქვას. როგორ შეიძლება პარტნიორი გყავდეთ, რომლისგანაც სულ ტყუილს ელოდებით. თუ ნდობა არ არსებობს, როგორ შეიძლება ასეთ მხარესთან იპარტნიორო. ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილს ვხედავ მისი მხრიდან, თუ დავინახავ, რომ ის გულწრფელად იტყვის, რატომ გადმოგვცა ეს წერილი, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი... მან პირადად მომცა წერილი, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ძალიან ცუდია, რომ გამბედაობა აკლია თქვას, დავუშვი შეცდომა და ეს გააკეთა, მაგრამ უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.