loader

“ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში, მძიმე ვითარებაა" - როგორია “ინტერპრესნიუსის“ ნაცემი ფოტოკორესპონდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში, მძიმე ვითარებაა" - როგორია “ინტერპრესნიუსის“ ნაცემი ფოტოკორესპონდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა



ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფის, გიორგი ნიკოლიშვილის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მას დამატებით კვლევებს ჩაუტარებენ.


„სიტუაცია სტაბილურად მძიმეა. ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში. დამატებითი კვლევები კიდევ არის საჭირო და ამის შემდეგ გვეცოდინება სრული გამოჯანმრთელების დრო. ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს. გული მწყდება, რომ ვერ მივედი, ვერ მოვახერხე იქ მისვლა და ჩემი გულისტკივილის გამოხატვა. ეს არის ყველასთვის დიდი ტრაგედია.
ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და სამართლიანი და დაისჯება ყველა. არა მხოლოდ ჩემ ნაწილში, არამედ თითოეული ჩემი კოლეგის ნაწილში, ყველა უნდა იყოს დასჯილი სამართლებრივად. დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალი ამ შემთხვევაში მაინც იქნება“, - განაცხადა ნიკოლიშვილმა. 

ცნობისთვის, 5 ივლისს გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა და სცემა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.