loader

10 ათასი ევაკუირებული: უკრაინაში სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

10 ათასი ევაკუირებული: უკრაინაში სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა

უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"3 საათსა და 30 წუთზე ინფორმაცია მივიღეთ მე-6 არსენალის ხელმძღვანელისგან, რომ იჩნიას დასახლებულ პუნქტში, ჩერნიგოვის ოლქში აფეთქება მოხდა. მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაცია დაშავებულებზე ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. შემთხვევის ადგილიდან 20 კილომეტრის რადიუსში შეჩერებულია ავტომობილებისა და მატარებლების მოძრაობა. ასევე, დახურულია საჰაერო სივრცე.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ევაკუირებულია დაახლოებით 10 ათასი ადამიანი.