loader

ემოციური შეხვედრა ოჯახის წევრებთან - საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური შეხვედრა ოჯახის წევრებთან - საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები - მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გათავისუფლებულნი არიან. 

ორივე მოქალაქე საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.

მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს, აკაკი დოთიაშვილი კი 6 ოქტომბერს, "სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის" ბრალდებით დააკავეს.

ოთინაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა, დოთიაშვილი კი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ვიდეოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.