loader

კოშმარული ხედი ფანჯრიდან: ქარიშხლის გამო ფლორიდის 500 ათასამდე მცხოვრებს სახლების დატოვება ურჩიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოშმარული ხედი ფანჯრიდან: ქარიშხლის გამო ფლორიდის 500 ათასამდე მცხოვრებს სახლების დატოვება ურჩიეს

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ხელისუფლებამ 500 ათასამდე ადამიანს მოახლოებული ქარიშხლის, "მაიკლის" გამ, საკუთარი სახლების დატოვება ურჩია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, ამ მომენტისთვის ქარიშხალი ქალაქ აპალაჩიკოლადან 145 კილომეტრის სიშორეზეა და წამში 5,5 მეტრის სიჩქარით მოძრაობს.

დღეს ქარიშხალი "მაიკლის" სიძლიერე, საფირ-სიმპსონის შკალის თანახმად, მეოთხე კატეგორიამდე გაიზარდა.

აშშ-ის ქარიშხალებზე დაკვირვების ეროვნული ცენტრის გაფრთხილების თანახმად, ქარიშხალმა შესაძლოა, ძლიერი ტალღები გამოიწვიოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა ფლორიდის შტატისთვის ფედერალური დახმარების გაწევის თაობაზე.