loader

კადრები პროკურატურიდან, სადაც "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქციაზე, ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები პროკურატურიდან, სადაც "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქციაზე, ორი ადამიანი შეუძლოდ გახდა

მთავარ პროკურატურასთან, სადაც "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ, ორი მოვაჭრე შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს. ექიმებმა მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ამასთან, ერთ-ერთ მოვაჭრეს სამართალდამცველებმა ბენზინით სავსე ბოთლი ჩამოართვეს. ამ ფაქტს აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები და პროტესტი მოჰყვა.

როგორც ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ და ბენზინი გადაისხან, თუმცა, ადვოკატის თქმით, ამის საშუალებას მოვაჭრეებს არ მისცემენ.

დაზარალებული მოვაჭრეები არ გამორიცხავენ, რომ მთავარ პროკურატურასთან კარავიც გაშალონ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ამასთან, აქციის მონაწილეები "ბავშვთა სამყაროს" დირექციისგან ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.


ავტორი: სალომე კვარაცხელია