loader

"რაღაც საბუთები არ გაქვთ წესრიგშიო, ვერც აგვიხსნეს წესიერად" - იტალიაში, ფიუმიჩნოს აეროპორტში საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაღაც საბუთები არ გაქვთ წესრიგშიო, ვერც აგვიხსნეს წესიერად" - იტალიაში, ფიუმიჩნოს აეროპორტში საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს 13 მოქალაქე უკვე მეორე დღეა იტალიაში, ფიუმიჩნოს აეროპორტშია დაკავებული.

მათ საზღვარი ვერ გადაკვეთეს მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა საბუთები შეუმოწმეს და დაადგინეს, რომ დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ.

საქართველოს მოქალაქეები დახმარებას საკონსულოსგან ითხოვენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, საქართველოს საკონსულო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა იტალიის პოლიციის სასაზღვრო სამსახურს, სადაც დაადასტურეს, რომ საქართველოს ათ მოქალაქეს არ გააჩნდა საზღვრის კვეთისთვის სავალდებულო რეკვიზიტები. შესაბამისად, ისინი განათავსეს სადეპორტაციო სივრცეში, სადაც უზრუნველყოფილია ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები.

მოქალაქეები საქართველოში 18 ოქტომბერს "ვიზიარის" რეისით დაბრუნდებიან.