loader

ირაკლი კობახიძის ბრიფინგი: "რუსთავი 2" აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძის ბრიფინგი: "რუსთავი 2" აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას

"რუსთავი 2" აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას, რომელიც ზუსტად შეესატყვისება რუსული პროპაგანდისტული არხების "საუკეთესო" პრაქტიკას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ამ კონტექსტში დაასახელა "ომეგა ჯგუფისა" და სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერების საქმეები. მისი თქმით, ორივე საქმე არის "რუსთავი 2-ის" მიერ დადგმული სპექტაკლი, რომელიც ჩავარდება.