loader

სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად... რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრის - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად... რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრის - ნიკა გვარამია

სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად... რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრის, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამია აცხადებს, რომ მას აღნიშნული ინფორმაცია წყაროსგან აქვს, რომლისგანაც ასევე ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში მირზა სუბელიანთან იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომელიც მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა. ნიკა გვარამია იმ ჩანაწერის შინაარსზეც საუბრობს, რომლის გამოქვეყნებას, მისი თქმით, საგამოძიებო უწყებები გეგმავენ.

მისი თქმით, საუბარი მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ეხება ზაზა სარალიძეს და იმ გეგმას, თუ როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.