loader

200-მდე ყვითელი მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო გაჩერებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

200-მდე ყვითელი მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო გაჩერებულია

დედაქალაქში 200-მდე ყვითელი მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამოა გაჩერებული. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ "კვირის" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე ასეული ერთეულის გაჩერების მიზეზი ისაა, რომ მათ ტესტირება ვერ გაიარეს. ამასთან, მუმლაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად ამ ტრანსპორტის ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს, რათა მათ ტესტირების გავლა შეძლონ.