loader

დააკავეს 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი - მათ ვაკეში ბიზნესმენის შვილი გაიტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი - მათ ვაკეში ბიზნესმენის შვილი გაიტაცეს

ვაკეში თბილისის პოლიციისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად, მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, - ამის შესახებ განცხადება შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთა. უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

ასევე იხილეთ: სპეცოპერაციის კადრები - როგორ დააკავეს 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ბიზნესმენის შვილი გაიტაცა