loader

სამართალდამცველებმა 10 ცენტრი გამოავლინეს, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშები გაიცემოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამართალდამცველებმა 10 ცენტრი გამოავლინეს, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშები გაიცემოდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა. გამოძიების შედეგად საქართველოს რამდენიმე რეგიონში გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი, რომელთა თანამშრომლებიც როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელების ავტომანქანების ტექდათვალიერების ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ, მიუხედავად ვიზუალური ან ტექნიკური დაზიანებისა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.