loader

რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულ არასრულწლოვანს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულ არასრულწლოვანს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. არსებული ინფორმაციით დაშავებულები კლინიკა "რუსთავში" არიან გადაყვანილი, მათგან 8 წლის ბავშვს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
შს სამინისტროს ინფორმაციით,შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე იხილეთ - რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის 5 არასრულწლოვანია

რუსთავში ერთ-ერთი კორპუსის ეზოში, სავარაუდოდ გაზის ბალონი აფეთქდა - არიან დაშავებულები