loader

როგორ გადმოჰყავთ რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადმოჰყავთ რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისში

რუსთავში აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 არასრულწლოვანია, - ამის შესახებ ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

„21 ოქტომბერს რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკა „რუსთავში" არიან გადაყვანილი, მათგან 8 წლის ბავშვს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ასევე იხილეთ - რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებულ არასრულწლოვანს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის 5 არასრულწლოვანია