loader

კადრები ბუქარესტის აეროპორტიდან, სადაც ქუთაისი-ვარშავას რეისი ექსტრემალურად დაეშვა - გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ბომბს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბუქარესტის აეროპორტიდან, სადაც ქუთაისი-ვარშავას რეისი ექსტრემალურად დაეშვა - გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ბომბს ეძებენ

ავიაკომპანია „WizzAir“-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალური დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი ბორტზე ბომბის შესახებ არსებული ინფორმაცია გახდა. აღნიშნულის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუმინულ ტელეარხ „Digi-24“-ზე დაყრდნობით იუწყება.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი დაეშვა, სამართალდამცველები მის ბორტზე ბომბს ეძებენ, მათ შორის მგზავრების ბარგშიც. ლაინერის ბორტზე 173 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანის ევაკუაცია განხორციელდა.

რუმინეთის ინფორმაციის სამსახურის ცნობით, აეროპორტში კრიზისული საბჭო შეიქმნა. ადგილზე მივიდნენ სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები, ასევე გამნაღმველები. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპრტში შევიდა.

ასევე იხილეთ: ქუთაისის აეროპორტში ბომბის შესახებ სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა დარეკა