loader

ქუთაისის აეროპორტში ბომბის შესახებ სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა დარეკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის აეროპორტში ბომბის შესახებ სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა დარეკა

ქუთაისი-ვარშავის ავიარეისზე განხორციელებული ზარის ავტორი სიძეზე გაბრაზებული სიდედრი აღმოჩნდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ქუთაისელმა განუცხადა, რომელიც მომხდარის შესახებ არის ინფორმირებული. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში ქალბატონმა დარეკა, რომლის სიძეც ვარშავაში მიფრინავდა. "სიდედრმა დარეკა აეროპორტში და იკითხა, გაფრინდა თუ არა უკვე ქუთაისი-ვარშავის რეისი. როდესაც ოპერატორისგან პასუხად დასტური მიიღო, ქალბატონმა მას უთხრა - ახლა მიყურეთ როგორ აგწიოთ ჰაერშიო...", - აღნიშნა ინფორმირებულმა წყარომ. ოფიციალური ინფორმაციით კი, ზარის ავტორი დადგენილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო. დეტალებს გაერთიანებაში არ აკონკრეტებენ. შეგახსენებთ, რომ "საქართველოს აეოპორტების გაერთიანების" განცხადებით, 25 ოქტომბერს "ვიზეარის" რეისმა W6 1576 ქუთაისი - ვარშავის მიმართულებით იძლებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

ასევე იხილეთ: კადრები ბუქარესტის აეროპორტიდან, სადაც ქუთაისი-ვარშავას რეისი ექსტრემალურად დაეშვა - გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ბომბს ეძებენ