loader

გორში გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გორში გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

გორში გაუჩინარებულ 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გახდა ცნობილი, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

8 წლის გოგონა გორში რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა. მოზარდი მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებდნენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, სკოლაში აღარ მისულა.

მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა, მას შემდეგ აღარავის უნახავს. გაუჩინარებული გოგონას მშობლები ვერანაირ ვერსიას ვერ ასახელებდნენ.

ასევე იხილეთ: "ისეთ დროს მოკლეს, რომ გორი აირიოსო" - რა ვერსიებზე საუბრობს გარდაცვლილი 8 წლის გოგონას ბიძა

ერთი ეგ ვიცი, რომ ბავშვმა თავი არ მოიკლა, განზრახ მოკლა ვიღაცამ - გორში ნაპოვნი გარდაცვლილი გოგონას ბებია

რა ხდება ამ წუთებში გორში, სადაც 9 წლის დაკარგული გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

"დაბმული და პარკგადაფარებული იპოვეს" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გორში 9 წლის გარდაცვლილ გოგონაზე

გორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 8 წლის გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს