loader

მკვლელობის სავარაუდო მოტივი სექსუალური ძალადობაა - ვინ არის 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობის სავარაუდო მოტივი სექსუალური ძალადობაა - ვინ არის 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი

8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა.

ნებიერიძე გორში მოკლული მოზარდის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება ამავე სახლში მოხდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, კედელსა და იატაკზე სამართალდამცველებმა მოკლული ბავშვის სისხლის კვალი აღმოაჩინეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა გოგონა ჯერ სახლის სარდაფში წამებით მოკლა, შემდეგ კი მისი ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე მიიტანა და დატოვა.


ასევე დაგაინტერესებთ: მას შემდეგ, რაც მოკლეს ბავშვი, ცხედარი მდინარის პირას ურიკით გადაიტანეს - ადგილობრივები სასტიკი მკვლელობის ვერსიებზე საუბრობენ

"კისრის არეში გაწითლებული აქვს, თავშიც ჩარტყმული ჰქონია" - რას ამბობს მასწავლებელი 8 წლის გოგონაზე, რომელიც გორში წამებით მოკლეს

ბრალდებულის ტელეფონში ბავშვის ფოტოები იპოვეს, დაკავებული სავარაუდოდ, მოზარდს უთვალთვალებდა - ახალი დეტალები გორში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე