loader

"შსს სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში" - გიორგი გახარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შსს სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში" - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში განუცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

გახარიას განცხადებით, სწორედ აღნიშნულს უკავშირდებოდა პოლიციის მძიმე ტექნიკის გადაადგილება დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში, რომლის ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში. თითოეული პოლიციელი მზადაა, რომ მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთონ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში... ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად“, - განაცხადა შს მინისტრმა.

ასევე იხილეთ - საარჩევნო უბნები გახსნილია - ამომრჩეველს ხმის მიცემა უკვე შეუძლია