loader

საარჩევნო უბნები გახსნილია - ამომრჩეველს ხმის მიცემა უკვე შეუძლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საარჩევნო უბნები გახსნილია - ამომრჩეველს ხმის მიცემა უკვე შეუძლია

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

ბიულეტენები დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე 25 კანდიდატი იყრის კენჭს.

ასევე იხილეთ - "შსს სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში" - გიორგი გახარია