loader

"ეს ყველაფერი სამარცხვინოა, დღეს დამთავრდება ამათი პარპაში" - ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ყველაფერი სამარცხვინოა, დღეს დამთავრდება ამათი პარპაში" - ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო

ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მსუბუქი ავტომობილით არიან მობილიზებული და მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხებს ურიგებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალმიძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო უბნებთან დილიდან არიან მობილიზებული და ამომჩევლების მოსყიდვას ცდილობენ.

ასევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი ფაქტები ბათუმის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებშიც ფიქსირდება.

როგორც „ნაცმოძრაობაში“ აცხადებენ, უბნების თავმჯდომარეებს მოქალაქეთა პირადი მონაცემები გამოაქვთ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს გადასცემენ ინფორმაციას, თუ ვინ იღებს არჩევნებში მონაწილეობას.

რაც შეეხება ბათუმის მე-9 უბანს, ამ დროისთვის უბანთან სიმშვიდეა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საარჩევნო უბანი დატოვეს.

ასევე იხილეთ -გიორგი ვაშაძემ თავისი არჩევანი მეუღლესთან და შვილთან ერთად დააფიქსირა.

საარჩევნო უბნები გახსნილია - ამომრჩეველს ხმის მიცემა უკვე შეუძლია

"შსს სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში" - გიორგი გახარია