loader

"იტყუები, რომ იძულებით მოყავთ ხალხიო!" - მწვავე დაპირისპირება ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იტყუები, რომ იძულებით მოყავთ ხალხიო!" - მწვავე დაპირისპირება ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანთან

ქუთაისში 22-ე უბანზე ინციდენტი მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მათ გადაიღეს ვიდეო, როგორ აწვდის კომისიის თავმჯდომარე ინფორმაციას აქტივისტებს იმის შესახებ, თუ ვინ მივიდა არჩევნებზე და ვის მისცა ხმა, რასაც დამკვირვებლების უკმაყოფილება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას განცხადებით, ეს არის მცდელობა ამომრჩევლებზე ზეწოლის, რომ მოხდეს მათი ძალით მიყვანა. შუშანიას თქმით, არ მისცემენ არჩევნების გაყალბების უფლებას.

ფაქტს არ ადასტურებს ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი დავით ზივზივაძე. მისი თქმით, ვიდეოგადაღება არ მომხდარა და „ნაციონალური მოძრაობა“ სიცრუეს ავრცელებს.

"ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას - ევროპა და კულტურა" - ბიძინა ივანიშვილი
„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელიც იქნება ყველას პრეზიდენტი. ეს მთავარსარდალი იქნება ამაყი იმით, რომ ამ გმირულ ხალხს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში" - გიორგი მარგველაშვილი
"ყველაფერი კარგად იქნება" - ილია მეორე
აპირებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას - ექს პრემიერის კომენტარი არჩევნებზე
"ეს ყველაფერი სამარცხვინოა, დღეს დამთავრდება ამათი პარპაში" - ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანთან ხმაური იყო