loader

საზარელი ავარია გორთან: დაიღუპა 30 წლამდე ასაკის 2 მამაკაცი, მძიმედაა 3 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი ავარია გორთან: დაიღუპა 30 წლამდე ასაკის 2 მამაკაცი, მძიმედაა 3 ადამიანი

გორთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. გორი-კარალეთის მონაკვეთზე ერთმანეთს „ბე-ემ-ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა და „მინივენი“ შეეჯახა.

ავარიის შედეგად 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. სამი დაშავებული კი მრავლობითი დაზიანებებით სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„შემოყვანილი სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთაგან სამივე მამაკაცია. მათ სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ. სამივე პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდებათ ყველა საჭირო კვლევა და კვლევების პარალელურად მიმდინარეობს გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან საუბრისას ექიმმა ლექსო ხეთაგურმა.

ფოტოკოლაჟში გამოყენებულია ტელეკომპანია "დიას" 1 ფოტო.