loader

"ახლოს ვერ მივედი, სისხლის მეშინია" - ბათუმში ორი მამაკაცი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლოს ვერ მივედი, სისხლის მეშინია" - ბათუმში ორი მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, გრიბოედოვის ქ. #24-ში ორი მამაკაცი დაჭრეს. პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით ერთს ხელის არეში, მეორეს კი ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.

გრიბოედოვის 24-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება მოხდა, თუმცა რა გახდა შელაპარაკების მიზეზი, მეზობლებმა არ იციან. შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით უცნობია, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება.

ავტორი: მარიკო კეკელიძე