loader

ხანძარი შეშელიძის ქუჩაზე - რესტორნის ეზოში ფაცხები იწვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი შეშელიძის ქუჩაზე - რესტორნის ეზოში ფაცხები იწვის

თბილისში, შეშელიძის ქუჩაზე, რესტორნის ეზოში ფაცხები იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვმ ფართი. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.