მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს
მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კონსულტაციებს შინაგან საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. შეხვედრა საპატრიარქოში დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერ კიდევ არჩევნებამდე შეჩერდა, თუმცა გაწვეული არ იყო. უმრავლესობის წევრები საერთო პოზიციის შეჯამებას ითხოვდნენ, თუმცა საპატრიარქოს ამ საკითხზე უკომპრომისო პოზიცია ჰქონდა.