loader

ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ჭერი მესამედ გაკვეთილის დროს ჩამოიშალა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში ჭერი მესამედ გაკვეთილის დროს ჩამოიშალა - კადრები ადგილიდან

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი კიდევ ერთხელ ჩამოიშალა. შემთხვევა საკლასო ოთახში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია და ბავშვები სხვა ოთახში გადაიყვანეს.

ამ სკოლაში ჭერის ჩამოშლის ეს უკვე მესამე შემთხვევაა, თუმცა, დირექტორი ამტკიცებს, რომ შენობაში ბავშვების ყოფნა უსაფრთხოა.

"დაზიანება არავის არ მიუღია, ჩამოვარდა და დაეცა იატაკზე, მასწავლებლის ზურგს უკან, საგაკვეთილო პროცესის დროს," - ამბობს სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი.

ჭერის ჩამოშლის მიზეზი ჯერ ისევ უცნობია.