loader

"ნუ გამამწარებთ მეთქი, თორემ..." - იმერეთში "კანონიერი ქურდის" დახმარებით მოქალაქე ძმის ბიზნესის მისაკუთრებას შეეცადა - სპეცოპერაციის კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ გამამწარებთ მეთქი, თორემ..." - იმერეთში "კანონიერი ქურდის" დახმარებით მოქალაქე ძმის ბიზნესის მისაკუთრებას შეეცადა - სპეცოპერაციის კადრები

სამართალდამცავებმა ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქუთაისში, წყალტუბოსა და ზესტაფონში დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული, კრიმინალური ავტორიტეტი ი. ფ., 1967 წელს დაბადებული ე. ჩ. და 1962 წელს დაბადებული გ. გ. ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, მოქალაქე შეეცადა საკუთარი ძმის ბიზნესი ქურდული სამყაროს წევრების ჩარევის შედეგად მიესაკუთრებინა.