loader

გაიგეთ, რის გამო ითხოვს ბურჭულაძე დავითაშვილისგან 25 000 ლარს - დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიგეთ, რის გამო ითხოვს ბურჭულაძე დავითაშვილისგან 25 000 ლარს - დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები

ვითხოვთ, კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისმწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით, - ამის შესახებ ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

საქმე ეხება პაატა ბურჭულაძის სარჩელს კობა დავითაშვილის წინააღმდეგ.


"კობა დავითაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პაატა ბურჭულაძე ფონდ "იავნანაში" შესულ თანხებს იპარავდა. ეს არის ცილისწამება, არის პატივის და ღირსების შემლახავი განცხადება. ჩვენ ვითხოვთ, კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისმწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა სარჩელოს დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაირიცხება ფონდ იავნანაში", - განაცხადა მარიამ ჩიქოვანმა.

საქალაქო სასამართლოში დღეს მოსამზადებელი სხდომა იმართება.