loader

"მთელი ქალაქი ცეცხლშია. საზარელი სანახაობაა" - კადრები კალიფორნიიდან, სადაც მასშტაბური ხანძრის შედეგად 3 ათასამდე სახლი დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი ქალაქი ცეცხლშია. საზარელი სანახაობაა" - კადრები კალიფორნიიდან, სადაც მასშტაბური ხანძრის შედეგად 3 ათასამდე სახლი დაიწვა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ქალაქ პარადაისში მასშტაბური ხანძარია. ხანძარი ხუთშაბათს გაჩნდა და ბოლო მონაცემებით, 8 ათას ჰექტარზეა უკვე გავრცელებული. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სამი ათასამდე სახლია დამწვარი.

ქალაქიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუირებულია 27 ათასი ადამიანი. ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ დამწვრობის გამო ორი ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

"მთელი ქალაქი ცეცხლშია. საზარელი სანახაობაა", - განაცხადა ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.