loader

"იმედი" ავრცელებს საარქივო კადრებს, რომელშიც სააკაშვილი ამბობს - "ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედი" ავრცელებს საარქივო კადრებს, რომელშიც სააკაშვილი ამბობს - "ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში"

ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს საარქივო ვიდეომასალას, რომელიც 2008 წლით თარიღდება. მასში ნაჩვენებია მიხეილ სააკაშვილის პასუხი კითხვაზე - ვინ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები.

"ამ კითხვაზე, განვახორციელეთ თუ არა სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისთვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ: დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდა ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე დემოკრატიული ხელისუფლება", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. აღნიშნული ვიდეო ტელეკომპანია "იმედის" Youtube-ის არხზეა განთავსებული

ამავე თემით დაიწყო 9 ნოემბრის 20:00-იანი "ქრონიკა", რომელშიც საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა აღნიშნეს, რომ ეს არის "სააკაშვილის აღიარება 2008 წელს, რომელიც ყველას კარგად ჰქონდა დავიწყებული და დღემდე არ იძებნებოდა".

Palitravideo.ge შეგახსენებთ, აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე 2008 წელს გააკეთა, რომელსაც პაატა დავითაია ხელმძღვანელობდა.