loader

რუსთაველზე გამოჩენილ 3 ნიღბიან ახალგაზრდას აქციის მონაწილეები გაეკიდნენ - ინციდენტის ამსახველი კადრები მონტაჟის გარეშე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთაველზე გამოჩენილ 3 ნიღბიან ახალგაზრდას აქციის მონაწილეები გაეკიდნენ - ინციდენტის ამსახველი კადრები მონტაჟის გარეშე

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებთან სამი ნიღბიანი მაკამაკაცი მივიდა, რომლებსაც აქციის მონაწილეებმა ნიღბის მოხსნა მოსთხოვეს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ტერიტორიიდან გაიქცა. გაქცეულ ახალგაზრდას აქციის რამდენიმე მონაწილე გაეკიდა, მიწისქვეშა გადასასვლელში შეაჩერეს და ვინაობის გამხელა მოსთხოვეს, რასაც უცნობი მამაკაცის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა მოჰყვა. სიტუაციის ადგილზე გასარკვევად ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და აღნიშნული მოქალაქე გამოკითხეს. ამის შემდეგ ნიღბიანმა ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს ადამიანები ტერიტორიაზე სავარაუდოდ, პროვოკაციების მოსაწყობად იყვნენ მისულები, რის გამოც ისინი შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხოება უზრუნველყონ.


უცნობი პიროვნებების განცხადებით კი, ისინი უბრალოდ, მოქალაქეები არიან, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ სოლიდარობის მიზნით და მათ უბრალოდ, არ ჰქონდათ ვინაობის გამხელის სურვილი. ნიღბები კი იმ მიზნით გაიკეთეს, რომ ტერიტორიაზე მედიასაშუალებები მუშაობენ და შესაძლოა, კადრებში გამოჩენილიყვნენ.