loader

ისრაელმა "ჰამასის" ობიექტებზე მასობრივი შეტევა მიიტანა - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელმა "ჰამასის" ობიექტებზე მასობრივი შეტევა მიიტანა - ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ობიექტებზე მასობრივი შეტევა მიიტანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

"ღაზას სექტორიდან მასობრივი დაბომბვის საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ საპასუხო ზომების გატარება დაიწყო. პასუხისმგებლობა აღნიშნულზე "ჰამასს" ეკისრება. ისრაელის ავიაციის სამიზნეს ღაზას სექტორში მდებარე ტერორისტული ობიექტები წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელზე იერიშები განაახლა. ისრაელის ადგილობრივი სააგენტოების ინფორმაციით, ბოლო ერთ საათში ისრაელმა 90 ბომბი გაანეიტრალა, თუმცა რამდენიმე მათგანი ქვეყნის ტერიტორიაზე, სამ ქალაქში: სდეროტში, ნევიროტსა და ოფაკიმიში ჩამოვარდა.

აღნიშნულ ქალაქებში რამდენიმე ადგილას ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ვრცელდება ინფორმაციები დაშავებულთა და სავარაუდოდ, გარდაცვლილთა შესახებ.

ასევე, ერთ-ერთი რაკეტა დაეცა სამგზავრო ავტობუსს, რომელშიც 4 მგზავრი დაიღუპა. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩართულია ხმოვანი სიგნალები. ისრაელის არმია საპასუხო იერიშისთვის ემზადება.


ასევე დაგაინტერესებთ: დაბომბვის მძიმე კადრები ისრაელიდან - "ჰამასმა" იერიშები განაახლა