loader

"ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს" - რა გახდა რუსთავში ხმაურის მიზეზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტაქსის მძღოლი დააყაჩაღეს" - რა გახდა რუსთავში ხმაურის მიზეზი

რუსთავში, VI მიკრორაიონში ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ტაქსის მძღოლს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ კამათს იარაღიდან გასროლა მოჰყვა.

თვითმხილველები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. ნაწილის აზრით, ადგილი ჰქონდა ყაჩაღობას, თუმცა მეორე ნაწილი კი აცხადებს რომ ახალგაზრდებს მგზავრობის თანხის გადახდა არ სურდათ, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც.

ექიმების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეები არასრულწლოვნები არიან.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, რომ "ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს". ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.