"ბოდიში აქვთ მოსახდელი" - თამარ ჟვანია ივანიშვილთან შეხვედრაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს
16:59 / 14-11-2018
მინდა გამოვეხმაურო მედიაში გავრცელებულ აბსოლუტურ ტყუილსა და მცდარ ინფორმაციას, რომელიც ჩემი ვარაუდით, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მას შემდეგ, რაც დილით ცესკო-ში მოვედი, არ დამიტოვებია შენობა. მთელი დღის განმავლობაში მქონდა სამუშაო შეხვედრები და ზუსტად მაშინ, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, ჩემს კაბინეტში ვხვდებოდი "ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრებს.
მივმართავ აღნიშნულ მედიასაშუალებებს, მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი საზოგადოებასთან და საკუთარ კოლეგებთან", - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არჩევნების ზუსტი თარიღის შესახებ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.