loader

"მეორე სართულზე უნდა იმყოფებოდნენ დედა და შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან" - რა ხდება ფონიჭალაში, სადაც ცოტა ხნის წინ, აფეთქება მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეორე სართულზე უნდა იმყოფებოდნენ დედა და შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან" - რა ხდება ფონიჭალაში, სადაც ცოტა ხნის წინ, აფეთქება მოხდა

"მეორე სართულზე უნდა იმყოფებოდნენ დედა და შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან" - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. 

ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი, რომელთაც სხეულის სხვადასხვა უბანი აქვთ დამწვარი. ასევე მიღებული აქვთ ტრავმული დაზიანებები.



ავტორი: თაკო ტყემალაძე


ასევე დაგაინტერესებთ: აფეთქება ფონიჭალაში: ჩამონგრეულია საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი