loader

"საფრთხის შემცველია შენობის შიგნით მუშაობა" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის კომენტარი ფონიჭალაში აფეთქებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საფრთხის შემცველია შენობის შიგნით მუშაობა" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის კომენტარი ფონიჭალაში აფეთქებაზე

სამაშველო ღონისძიება გადამწყვეტ ფაზაშია და იმედია, მალე დასრულდება,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომელიც ზემო ფონიჭალაში იმყოფება.

"სამაშველო ღონისძიება არის გადამწყვეტ ფაზაში და იმედია, მალე დასრულდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ორი ადამიანის გადარჩენა და პოვნა მოხდეს. მერიის სამსახურებთან ერთად ვმუშაობთ. მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები. საფრთხის შემცველია შენობის შიგნით მუშაობა. რთული მდგომარეობაა", - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე 30-მდე მაშველი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.


ასევე დაგაინტერესებთ: "სიტუაცია მძიმეა" - კახა კალაძის კომენტარი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილიდან

"მეორე სართულზე უნდა იმყოფებოდნენ დედა და შვილი, რომლებიც ჯერ ნაპოვნი არ არიან" - რა ხდება ფონიჭალაში, სადაც ცოტა ხნის წინ, აფეთქება მოხდა

აფეთქება ფონიჭალაში: ჩამონგრეულია საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი