loader

პირველი კადრები: როგორ გამოიყურება კორპუსის სადარბაზო ფონიჭალაში აფეთქების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები: როგორ გამოიყურება კორპუსის სადარბაზო ფონიჭალაში აფეთქების შემდეგ

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთქებისას ფო­ნი­ჭა­ლა­ში, მე­ო­რე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, დედა-შვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ა, რო­მელ­თა ძებ­ნაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, მე­სა­მე სარ­თულ­ზე მოხ­და ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია აფეთ­ქე­ბა. შე­დე­გად, მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან სამ­შე­ნებ­ლო ფილა ჩა­მო­ვარ­და მე­ო­რე სარ­თულ­ზე. მე­სა­მე სარ­თულ­ზე ამ დროს იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ცოლი-ქმა­რი და შვი­ლი, რომ­ლე­ბიც ამ ფი­ლას­თან ერ­თად ჩა­მოც­ვივ­დნენ მე­ო­რე სარ­თულ­ზე. ისი­ნი გა­დაყ­ვა­ნი­ლნი არი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ად­გილ­ზე დრო­უ­ლად გა­მო­ცხად­დნენ სა­პატ­რუ­ლო და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი. ამ დრო­ის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს ძებ­ნა, კი­დევ ხომ არ არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი. სულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოთხი პი­რია გა­დაყ­ვა­ნი­ლი და მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ო­რე სარ­თულ­ზე, სა­დაც სამ­შე­ნებ­ლო ფილა ჩა­ვარ­და, იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ დედა და შვი­ლი, რომ­ლე­ბიც ჯერ ნა­პოვ­ნი არ არი­ან. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რე­ბი, ეს სამ­შე­ნებ­ლო ფილა არის რთუ­ლი კონ­სტრუქ­ცია, უნდა მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა და მისი აწე­ვა", - გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.

კადრებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გამოიყურება სადარბაზო მომხდარი აფეთქების შემდეგ, "კურიერი" ავრცელებს.