"ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს" - ამირან გამყრელიძე
საჭიროა მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი ცოდნა, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე იქნეს გამოყენებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.