X
სუს-ი ყოფილი დეპუტატის, თემურ გორგაძის საქმეზე ვიდეო კადრებს ასაჯაროებს
19:41 / 19-11-2018
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს კრწანისის რაიონის ყოფილ მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ გორგაძის ადვოკატის განცხადებას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, გრიგოლ ლილუაშვილს პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულების საფუძველზე მიიღო. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სუს-ი ასაჯაროებს საქმის ერთ-ერთ მტკიცებულებას - ვიდეოჩანაწერს, სადაც უწყების ინფორმაციით, ნათლად ჩანს თემურ გორგაძის დანაშაულებრივი ქმედება.

სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე, სუს-ის მიერ დაკავებულ კრწანისის რაიონის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს თემურ გორგაძეს 6 წლით პატიმრობა შეეფარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თემურ გორგაძე 2018 წლის 28 თებერვალს დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თემურ გორგაძე მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 3500 ამერიკული დოლარის გადაცემის დროს დააკავეს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა