loader

დავით უსუფაშვილი "დროებითი პრეზიდენტის" არჩევას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით უსუფაშვილი "დროებითი პრეზიდენტის" არჩევას ითხოვს

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით უსუფაშვილი "დროებითი პრეზიდენტის" არჩევას ითხოვს. უსუფაშვილის შეფასებით, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე გრიგოლ ვაშაძის არჩევის შემთხვევაში ქვეყანა უფსკრულს ვერ ასცდება, რის გამოც მიიჩნევს, რომ 2019 წლის ოქტომბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ახალი პრეზიდენტი კი გადადგეს.

"რატომ დროებითი პრეზიდენტი? უკანასკნელი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით ვერ ვირჩევთ ყველას პრეზიდენტობის შემძლე, საზოგადოების გამაერთიანებელ სახელმწიფოს მეთაურს. არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატი მოღალატეა. იმიტომ, რომ ორივე უკიდურესად ვიწრო პარტიულ, მეტიც, პრაქტიკულად პერსონალურ ჩარჩოში ჩაიკეტა: ერთი ივანიშვილის კანდიდატია, მეორე - სააკაშვილის...

გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში ახალ პრეზიდენტს ხალხი ვეღარ აირჩევს, მაგრამ რა გვირჩევნია, გვყავდეს ხალხის ერთი ნახევრის მიერ არჩეული, ხალხის მეორე ნახევრის მიერ საძულველ მოღალატედ შერაცხული, სინამდვილეში კი ერთი კაცის დანიშნული პრეზიდენტი თუ ნამდვილად ხალხის მიერ არჩეული მრავალპარტიული პარლამენტის მიერ არჩეული და მრავალპარტიული მხარდაჭერის მქონე პრეზიდენტი?" - აცხადებს უსუფაშვილი.