ფოთის შესასვლელთან ტრაილერი გადაბრუნდა
ფოთის შესასვლელთან ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"ტრაილერის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. იგი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და ჰოსპიტალიზებულია ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალში.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
ავტორი: მაიკო ძაგანია