loader

რამდენი მილიონი ლარი დახარჯეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა თქვენი ხმის მოსაპოვებლად რეკლამაში? - ოფიციალური მონაცემები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი მილიონი ლარი დახარჯეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა თქვენი ხმის მოსაპოვებლად რეკლამაში? - ოფიციალური მონაცემები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ლი აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ რეკლამებში გაწეულმა ხარჯმა ჯამში 7 015 469 ლარი შეადგინა.

როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რეკლამაში სულ 5 235 606 ლარი დახარჯა. აქედან მხოლოდ სატელევიზიო რეკლამაში - 2 354 382 ლარი დაიხარჯა. "ერთიანმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" რეკლამაში 633 245 დახარჯა, ხოლო მხოლოდ სატელევიზიო რეკლამაში - 472 210 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ახალ პოლიტიკურ ცენტრ "გირჩს", "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას", "ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობას", "ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას", მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისთვის", "ლეიბორისტულ პარტიას", "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს" რეკლამაში არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავთ.

აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს საბიუჯეტო დაფინანსებასა და შემოწირულობებს.
ავტორი: ნარიტა ჩხაიძე