loader

რა ცვლილებები იგეგმება სკოლის საატესტატო გამოცდებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ცვლილებები იგეგმება სკოლის საატესტატო გამოცდებში

სკოლის საატესტატო გამოცდებში ჩაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლეს გადაბარების საშუალება მიეცეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა "პალიტრანიუსს" განუცხადა.

როგორც ჯაში აღნიშნავს, ისეთი მაღალი რისკის მატარებელი ტესტი, როგორიც საქართველოს განათლების სისტემაშია, არ უნდა იყოს, ან უნდა მიეცეთ მოსწავლეებს საშუალება, ალტერნატიული გზით დაადასტურონ საკუთარი ცოდნა.

2020 წლიდან ფუნდამენტური ცვლილება მოხდება როგორც საატესტატო, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდებში. მათ შორის უნდა ველოდოთ დუბლირების შემცირების კუთხით გაერთიანებასაც. 2019 წლისთვისაც ველოდები კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს არის მინისტრის პრეროგატივა, რომელიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. შესაძლოა, გამოცდებთან დაკავშირებით 2019 წელსაც ველოდოთ გარკვეულ ცვლილებებს - განაცხადა მარიამ ჯაშმა.