loader

ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - 50-მდე ოჯახი ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - 50-მდე ოჯახი ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობს

ბათუმში, ე.წ. ბარცხანის დასახლებაში 50-მდე ოჯახი ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობს. მოქალაქეებს შენობაში შესვლის უფლებას სამართალდამცველები არ აძლევენ.

მოქალაქეების განცხადებით, მათ საცხოვრებელი სახლები არ გააჩნიათ და ქირის ფულს ვერ იხდიან. როგორც ამბობენ, მათი ნაწილი მაღალმთიანი რეგიონებიდან ეკომიგრანტებია.

"არ გვაქვს თავშესაფარი, ასე ვცხოვრობთ წლებია. ქირის ფულს ვეღარ ვიხდით. ხელისუფლება კი დახმარებას არ აპირებს", - განაცხდა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც ე.წ. ბარცხანის დასახლებაში ყოფილი სამხედრო ბაზის შენობის დაკავებას ცდილობს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე