loader

ინციდენტი ლაგოდეხში - „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ მათ ოფისს ესროლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინციდენტი ლაგოდეხში - „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ მათ ოფისს ესროლეს

ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ესროლეს, - ამის შესახებ "პალიტრავიდეოს" შტაბის ხელმძღვანელმა გურამ კაკალაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები არჩევნების წინასწარ შედეგებს ზეიმობდნენ, მანქანებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათი მისამართით ისროლეს.

კაკალაშვილის თქმით, სამი გასროლა იყო, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "ლაგოდეხში წააგეს და რას ზეიმობენ, მაინტერესებს, თუმცა, მანქანებით გადადგილდებოდნენ და სწორედ ამ დროს გაისროლეს ჩვენი ოფისის მისამართით. სამი ტყვიაა ნასროლი. ამ ამბავს ბოლომდე ჩავყვებით. ეს არ არის უბრალო კრიმინალური შემთხვევა, ეს პოლიტიკური დაპირისპირებაა. გამოვიძახეთ პოლიცია. ველოდებით, რას იტყვიან", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გურამ კაკალაშვილმა.