loader

რა ხდება ამ წუთებში მარნეულში, სადაც "ნაციონალები" ლიდერების ჩასვლას ელოდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში მარნეულში, სადაც "ნაციონალები" ლიდერების ჩასვლას ელოდებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პარლამენტის დეპუტატ აზერ სულეიმანოვის განცხადებით, მარნეულის რაიონის სოფელ იმირის #59-ე საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 9 ხმით მოიგო, თუმცა ეს ხმები შეცვალეს და ამჟამად 9 ხმით უკვე სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. როგორც „პალიტრავიდეოს“ სულეიმანოვმა განუცხადა, ამ ეტაპზე არ აქვთ გადაწყვეტილი, როგორ იმოქმედებენ, თუმცა თბილისიდან მათი ლიდერები უკვე მარნეულში მიდიან.

მარნეულის რაიონში, სოფელ იმირში, #59-ე საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებსა და საარჩევნო კომისის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა 59-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმის ასლები მოითხოვა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, არ მისცეს. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, უბანი გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, „ქართული ოცნება“ კი შედეგების გაყალბებას ცდილობს.

ამის გამო, როდესაც საუბნო კომისიიდან ოქმებით დატვირთული ავტომანქანა გამოვიდა, "გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები მას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი მანქანას გადაუდგნენ და ხელებს ურტყამდნენ. დაპირისპირების განსამუხტად პოლიცის ჩარევა გახდა საჭირო.

ავტორი: ნარიტა ჩხაიძე

ასევე იხილეთ: "მიშა, მიშა!" - რა ხდება მარნეულის რაიონში, სადაც დაპირისპირება მოხდა

ხმაური და ცემა-ტყეპა მარნეულში - სიტყვიერი დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა