loader

ფრანგი ჟურნალისტი - ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს, დღეს ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრანგი ჟურნალისტი - ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს, დღეს ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ!

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს და ის ფრანგია. ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს, გარდა საფრანგეთისა, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვანსან ერვუემ ფრანგულ რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილი, ქალი პრეზიდენტად იყო არჩეული, ნახევრად აღმოსავლურ და სრულად „მაჩოისტურ“ ქვეყანაში გაიმარჯვა. ამგვარად, ბრავო სალომე ზურაბიშვილს - დედას და ბებიას, უმაღლესი კატეგორიის ჩინოვნიკს, 30 წლის გამოცდილების მქონე დიპლომატს. საქართველო მისი წინაპრების ქვეყანაა, რომლებიც ბოლშევიკების მიერ იდევნებოდნენ. რა შესანიშნავი რევანშია! ამ დილით ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ! საქართველოს პრეზიდენტის პოსტი საპატიოა საპარლამენტო მმართველობის პირობებში. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მართავს ქვეყანას, ყოველგვარი თანამდებობის გარეშე ის აირჩია და პრეზიდენტად აარჩევინა. სალომე ზურაბიშვილს თავისი ხასიათი აქვს და მხოლოდ „გამოფენების გახსნას“ არ აპირებს. მისი ამბიციაა, საქართველო ევროპაში დაამკვიდროს. რუსეთთან მიმართებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ საჭიროა, არ წამოეგოს პროვოკაციებზე“, - განაცხადა ჟურნალისტმა.